
ვეტერანთა შემოქმედებითი კავშირი "დიოსკურია" დაარსდა 2017 წელს. კავშირის დამფუძნებლები არიან თადარიგის პოლკოვნიკი, ომების ვეტერანი დავით ჭანტურია და თადარიგის მაიორი მზევარ იობიძე. აიპ "დიოსკურიაში" გაერთიანებული არიან ვეტერანი მხატვრები, სკულპტორები, სახალხო რეწვის ოსტატები, დიზაინერები, ლანდშაფტის სპეციალისტები, 3D დიზაინერები, ანიმატორები, მოდელისტები, მეყალიბეები და სხვა.
აიპ "დიოსკურია" იყენებს როგორც ტრადიციულ მეთოდებს (მხატვრული ჩამოსხმა), ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა
3D მოდელირება, თერმო-ვაკუუმური დაფორმება და სხვა. ჩამოსცმის მეთოდით ხელოვნური ქვისგან მზადდება: ქანდაკებები, ბარელიეფები, ავეჯისა და არქიტექტურული დეტალები.
პროდუქციის სურათები და აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე.
შესაძლებელია ზომებისა და ფერის შეცვლა დამკვეთის სურვილისამებრ, აგრეთვე ახალი სკულპტურების შექმნა